ფრჩხილის ამოღება არის ეფექტური და ხშირად აუცილებელი სამედიცინო პროცედურა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ჩაზრდილ ან დაჩირქებულ ფრჩხილთან. ხშირად პაციენტები აჭიანურებენ ექიმთან მიმართვას, თუმცა დროულად ჩატარებული პროდედურა თავიდან გვაცილებს სერიოზულ გართულებებს.
ფრჩხილის ამოღება აუცილებელია, თუ აღინიშნება ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობა:
§ ჩაზრდილი ფრჩხილი ძლიერი ტკივილით
§ დაჩირქებული ფრჩხილი
§ ჩირქოვანი გამონადენი ფრჩხილის ირგვლივ
§ მუდმივი ანთება და შეშუპება
§ ჩაზრდილი ფრჩხილის განმეორება
§ ინფექციის გავრცელების რისკი
დაჩირქებული ჩაზრდილი ფრჩხილი – რატომ არის საშიში?
დაჩირქებული ფრჩხილი მიუთითებს, რომ ინფექცია უკვე განვითარებულია. ასეთ დროს:
§ ბაქტერიები ვრცელდება რბილ ქსოვილებში
§ იზრდება აბსცესისა და ფლეგმონის რისკი
§ დიაბეტის შემთხვევაში — კიდურის ინფიცირების საფრთხე
რატომ არის ფრჩხილის ამოღება სწორი გამოსავალი?
- სწრაფად ხსნის ტკივილს
- აშორებს ინფექციის კერას
- ამცირებს გართულებების რისკს
- ხელს უშლის ჩაზრდის განმეორებას
დაჩირქებული ფრჩხილის შემთხვევაში ფრჩხილის ამოღების შემდეგ პაციენტი ხშირად უკვე პირველივე დღეს გრძნობს შვებას.
ფრჩხილის ამოღების ტიპები:
§ ნაწილობრივი ფრჩხილის ამოღება - ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია, ამოიღება მხოლოდ ჩაზრდილი და დაჩირქებული ნაწილი.
§ სრული ფრჩხილის ამოღება - გამოიყენება მძიმე ჩირქოვანი ინფექციის, დეფორმაციის ან ტრავმის დროს.
§ მატრიქსის დამუშავებით ფრჩხილის ამოღება - ამცირებს ჩაზრდილი ფრჩხილის განმეორების ალბათობას.
მტკივნეულია თუ არა ფრჩხილის ამოღება?
ფრჩხილის ამოღება ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და პროცედურა უმტკივნეულოა.
დაჩირქებული ფრჩხილის შემთხვევაში ტკივილი უფრო მეტად პროცედურამდეა, ვიდრე მისი მიმდინარეობის დროს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ფრჩხილის ამოღების შემდეგ?
ფრჩხილის ამოღების შემდეგ საჭიროა ჭრილობის სისუფთავის დაცვა, ექიმის რეკომენდაციების შესრულება, საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკის მიღება ექიმის დანიშნულებით. ფართო და კომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
სწორი მოვლის შემთხვევაში შეხორცება მიმდინარეობს სწრაფად, ყოველგვარი გართულებების გარეშე.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
თუ გაქვთ:
§ ძლიერი ტკივილი
§ ჩირქოვანი გამონადენი, უსიამოვნო სუნი.
§ შეშუპება ან სიწითლე ფრჩხილის ირგვლივ
§ ტემპერატურის მომტება, საერთო სისუსტე
ამ ეტაპზე, დაუშვებელია თვითმკურნალობა და რეკომენდებულია მიმართოთ ქირურგს დაუყოვნებლივ.
რა არის ნიპაჰის ვირუსი და როგორ ვრცელდება იგი? ნიპაჰის ვირუსი მედიცინისთვის შ...
მეტის წაკითხვა
+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge